[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

IBSU-ში განათლების საკითხებზე მე-9 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი „განათლების, ენის და ლიტერატურის საკითხებზე მეცხრე საერთაშორისო კვლევით კონფერენციას მასპინძლობს. შეხვედრას 27 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის: საფრანგეთის, საბერძნეთის, ჰონგ-კონგის, ამერიკის, ავსტრალიის, უნგრეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეებიდან. კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდმა გახსნა. „ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება იმ მხრივ, რომ მასში ჩართულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები, სტუდენტები, დოქტორანტები. ეს კონფერენცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისური ენის განმტკიცების კუთხით და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მოხარული ვარ, რომ მაქვს აქ ყოფნის შესაძლებლობა“, – განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

www.edu.aris.ge