IBSU students took first place at the olympics for marketing scenario creation in Krakow
28.05.2019შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი კახაბერ ჯაყელი და მენეჯმენტის კოორდინატორი მაკა ბუღულაშვილის დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად 17,18,19,20 მაისს მონაწილეობდნენ MBA კონგრესზე, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ორგანიზებით.
აღსანიშნავია, რომ 20 მაისს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში გაიმართა მარკეტინგული სცენარის შექმნის ოლიმპიადა, რომელიშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. IBSU-ის სტუდენტებმა აღნიშნულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი მოიპოვეს.
IBSU-ს დელეგაცია, ასევე ეწვია ხელოვნური ინტელექტის განვითარების სამეცნიერო და სასწავლო კერას, გაეცნო პოლონეთის ინდუსტრიას და დაესწრო ბიზნეს თემატიკაზე ჩატარებულ სემინარებს. პროფესორები შეხვდნენ პოლონეთის ბიზნეს სექტორისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, სტუდენტებმა კი შეიძინეს მრავალი მეგობარი კრაკოველ სტუდენტთა შორის.