IBSU-ის სტუდენტებმა, კრაკოვში, მარკეტინგული სცენარის შექმნის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ის სტუდენტებმა, კრაკოვში, მარკეტინგული სცენარის შექმნის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს

28.05.2019

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი კახაბერ ჯაყელი და მენეჯმენტის კოორდინატორი მაკა ბუღულაშვილის დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად 17,18,19,20 მაისს მონაწილეობდნენ MBA კონგრესზე, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ორგანიზებით.

აღსანიშნავია, რომ 20 მაისს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში გაიმართა მარკეტინგული სცენარის შექმნის ოლიმპიადა, რომელიშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. IBSU-ის სტუდენტებმა აღნიშნულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი მოიპოვეს.

IBSU-ს დელეგაცია, ასევე ეწვია ხელოვნური ინტელექტის განვითარების სამეცნიერო და სასწავლო კერას, გაეცნო პოლონეთის ინდუსტრიას და დაესწრო ბიზნეს თემატიკაზე ჩატარებულ სემინარებს. პროფესორები შეხვდნენ პოლონეთის ბიზნეს სექტორისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, სტუდენტებმა კი შეიძინეს მრავალი მეგობარი კრაკოველ სტუდენტთა შორის.