- 14/03/2017
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამართა შეხვედრა მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებთან. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრეს სასწავლო პროგრამის შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მიმდინარე სემესტრში განსახორციელებელი პროექტები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ფაკულტეტი გეგმავს იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებას
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამართა გაცნობითი შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ლექტორებთან. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრეს სასწავლო პროგრამის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო სალექციო კურსის ხარისხის გაუმჯობესების გზების დასახვა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუდენტთა შეფასების განახლებული სისტემა, ასევე მიმდინარე სემესტრში განსახორციელებელი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს შეჯიბრს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სისხლის, სამოქალაქო და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართლის პროცესი და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. კონკურსში თითოეული მიმართულების მიხედვით მონაწილეობა შეუძლია ერთი
Sorry, this entry is only available in Geo.
ჰოლანდიაში, ქ. ამსტერდამში ჰუგო სინზიმერის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო შრომის სამართალში. ევროპის შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოდან პროექტში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები – ირაკლი დუაძე და თამარ ბაკარაძე. გუნდს ხელმძღვანელობდა შრომის სამართლის ექსპერტი ზაქარია შველიძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტში მონაწილეობას
Sophomore year students of Law Faculty participated at the ninth round of the Public Speaking Skills Development Competition ‘So You Think You Can Speak ?!’ Participants imitated speeches of various public officials, public figures and civil activists in the famous words of legal, political and social issues. The contest had the form of declamation. At
25 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი. სტუმარი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ილიას ჩილოღლუს და გამართა საჯარო ლექცია, სადაც ისაუბრა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობაზე. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემაზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს IBSU-ს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას ასევე, ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოციაციის მიერ უკვე განხორციელებულ აქტივობებს, პროექტებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ, ხოლო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან
2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტს“ შორის. ამავე დღეს უნივერსიტეტთან გააფორმა მემორანდუმი იურიდიულმა კომპანიამ – „Full Legal Service”. გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს IBSU-ს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას ასევე, ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ. უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა, პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ,