სიახლეები

- 17/05/2026
(Eng) Erasmus+ Exchange opportunity for PhD candidates at the University of West Attica, Greece
საბერძნეთის უნივერსიტეტი West Attica აცხადებს გაცვლით პროგრამას დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ბიზნეს ადმინისტრირებაში(სპეციალობა: ბუღალტერია და ფინანსები). პროგრამა ითვალისწინებს 2 PhD კანდიდატის მიღებას.
მობილობის პერიოდი: 5 სასწავლო დღე + 2 საგზაო დღე (ივნისი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლების საფასურისგან. თუმცა ნომინირებულ სტუდენტებს კვლავ უწევთ რეგულარული სწავლის გადასახადის გადახდა IBSU-ში.
განაცხადის შეწორებამდე, სტუდენტებმა აუცილებელია განიხილონ საკითხი შესაბამის აკადემიურ პერსონალთან (დეკანთან და პროგრამის კოორდინატორთან), რათა უზრუნველყონ სასწავლო კურსების თავსებადობა და გადაჭრან ნებისმიერი აკადემიური საკითხი, რომელიც დაკავშირებულია გაცვლით პროგრამასთან.
შერჩევის პროცესთან, საჭირო დოკუმენტებთან ან მასპინძელ უნივერსიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: iro@ibsu.edu.ge.
შერჩევის პროცესში მაღალი GPA პრიორიტეტული იქნება.
განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები
- შევსებული აპლიკაციის ფორმა (ერთვის ამ ელ-ფოსტას);
- სტუდენტის აქტიური სტატუსის ცნობა;
- ქულების ამონაწერი (Transcript of Records);
- მოტივაციის წერილი;
- რეზიუმე (Europass ფორმატი);
- ორი სარეკომენდაციო წერილი (დეკანი, პროგრამის კოორდინატორი ან ლექტორი);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- თუ სწავლობთ ინგლისურ სექტორში, ეს უნდა იყოს აღნიშნული სტუდენტის ცნობაში;
- პასპორტი (საწყის განაცხადზე სავალდებულო არ არის).
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 18.05.2026