IBSU-ს გამოსაშვები საღამო 2025

When

02/08/2025    
6:00 pm - 11:00 pm

ღონისძიებები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU-ს გამოსაშვები საღამო 2025

IBSU-ს გამოსაშვები საღამო 2025

IBSU-ს გამოსაშვები საღამო 2025

When

02/08/2025    
6:00 pm - 11:00 pm

მოახლოვდა დღე, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დღიდან ელით. ათიდან უკუთვლით და ქუდის ცაში აგდებით სამყაროს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ამცნობთ.

მოინიშნეთ და დაიმახსოვრეთ, 2 აგვისტო! თქვენი კიდევ ერთი ბედნიერი დღე და თქვენს უნივერსიტეტთან დაკავშირებული კიდევ ერთი ძვირფასი მოგონება.

2 აგვისტოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები, დაუვიწყარი საღამო.

კამპუსის ეზოში დაგხვდებათ ორი სცენა – ოფიციალური ცერემონიისთვის, სადაც გადმოგეცემათ სიგელი და კონცერტისთვის, სადაც თქვენთვის იმღერებს ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 და დაუკრავს DJ.

IBSU-ში დაგხვდებათ განსხვავებული, ფერადი და ლამაზი გარემო, ფოტოსივრცეები ბედნიერი წამების აღსაბეჭდად, გემრიელი ფურშეტი, ბევრი სასმელი და სადღესასწაულო ტორტი.