სიახლეები
- 19/10/2021
იბსუ-ში “სახალისო მათემატიკის“ ოლიმპიადის მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, იბსუ-ში “სახალისო მათემატიკის“ ოლიმპიადის მაღალქულიანი მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართა. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და იბსუ-ს საჩუქრები.
როგორც დაჯილდოვებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა თეა კბილცეცხლაშვილმა აღნიშნა, იბსუ-სთვის დიდი პატივია, უმასპინძლოსთ მსგავს ღონისძიებებს.
„მოხარულნი ვართ და გვიხარია, რომ ეს პროქეტი არის ჩვენი სრუდენტის შექმნილი და თავად სტუდენტები იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა თაობის შემეცნებაში.“ – განაცხადა პრორექტორმა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში გავეცით 250 ზე მეტი დიპლომი. ონალინ ოლიმპიადებთან ერთად, ასევე ვატარებთ ლაივ ოლიმპიადებს, ყოველკვირეულად, ჩვენს Facebook გვერდზე.“- განაცხადა პლატფორმის დამფუძვნებელმა ნიკოლოზ ქველიძემ.
“სახალისო მათემატიკა” არის იბსუ-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მეორე კურსის სტუდენტის მიერ შექმნილი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ბლოგებს, სავარჯიშო ტესტებს, ოლიმპიადებს მათემატიკაში და ზოგად უნარებში.