[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

იბსუ-ში  “სახალისო მათემატიკის“ ოლიმპიადის მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, იბსუ-ში  “სახალისო მათემატიკის“ ოლიმპიადის მაღალქულიანი მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართა. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და იბსუ-ს საჩუქრები.

როგორც დაჯილდოვებაზე  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  პრორექტორმა თეა კბილცეცხლაშვილმა აღნიშნა, იბსუ-სთვის  დიდი პატივია, უმასპინძლოსთ მსგავს ღონისძიებებს.

„მოხარულნი ვართ და გვიხარია, რომ ეს პროქეტი არის ჩვენი სრუდენტის შექმნილი და  თავად სტუდენტები იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა თაობის შემეცნებაში.“ – განაცხადა პრორექტორმა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში გავეცით 250 ზე მეტი დიპლომი. ონალინ ოლიმპიადებთან ერთად, ასევე ვატარებთ ლაივ ოლიმპიადებს, ყოველკვირეულად, ჩვენს Facebook გვერდზე.“- განაცხადა პლატფორმის დამფუძვნებელმა ნიკოლოზ ქველიძემ.

“სახალისო მათემატიკა” არის იბსუ-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მეორე კურსის სტუდენტის მიერ შექმნილი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ბლოგებს, სავარჯიშო ტესტებს, ოლიმპიადებს მათემატიკაში და ზოგად უნარებში.