[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იბსუ- განათლების ორდღიან ონლაინ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

18.10.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Nova Education-ის მიერ ორგანიზებულ განათლების ორდღიან ონლაინ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყაზახეთისა და ყირგიზეთისთვის ჩატარდა.

იბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა ნათია მაღალაშვილმა ყაზახი და ყირგიზი პერსპექტიული სტუდენტებისთვის წარადგინა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები.

ონლაინ პრეზენტაციას ორივე ქვეყნიდან 60 პერსპექტიული სტუდენტი ესწრებოდა.