[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იბსუ გარემოსდაცვით საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს შეუერთდა

28.10.2021

იბსუ გარემოსდაცვით საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს შეუერთდა

პლასტიკისგან თავისუფალი კვირეულის ფარგლებში, შვედური ინსტიტუტისა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელმა უმასპინძლა. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სასწავლო დაწესებულებასთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა იბსუ-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანმა მიიღო.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული გაერთიანებები და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციები. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სიმბოლურ მემორანდუმს გარემოსდაცვით საკითხებში თანამშრომლობის მიზნით.

მრგვალი მაგიდის ფორმატი გარემოზე პლასტიკის მავნე გავლენისგან არსებული გამოწვევების განხილვისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის შეიქმნა.