[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული

4-10 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტმა ყოველწლიურ, გლობალურ პროექტში – კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვიერულში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ორგანიზებულია არაკომერციული ორგანიზაცია Code.org-ის მიერ. ფაკულტეტის მიერ ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კომპიუტერული მეციერებიებისა და ინჟინერიის კვირეული.

 ღონისძიებაში ჩართული იყო სხვადასხვა სკოლის მე-8,მე-9,მე-10 და მე-11 კლასის დაახლოებით 80 მოსწავლე. მოსწავლეები დაესწრნენ საჯარო ლექციებს და შეასრულეს ერთსაათიანი დავალება პროგრამირების საფუძვლებში (Hour Of Code). მათ რჩევები მისცა საერთაშორისო მოხალისემ, Long Island Women in Tech-ის დამფუძვნებელმა-სტეფანა მიულერმა, რომელიც ნიუ-იორკიდან ვიდეო ზარით ჩაერთო ღონისძიებაში. პროექტში მონაწილეობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. ისინი საორგანიზაციო საკითხების გარდა, მოსწავლეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში ეხმარებოდნენ.