მადლიერების დღე IBSU-ში
28.11.2023ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა.
ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.