[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

“მობილობისა და კვლევის შესაძლებლობები პოლონეთში”- საინფორმაციო შეხვედრა IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის

15.02.2022

IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე “მობილობისა და კვლევის შესაძლებლობები აკადემიური პერსონალისთვის პოლონეთში.”

შეხვედრაზე IBSU-ს აფილირებულმა პროფესორმა დალი ოსეფაშვილმა დაამსწრეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება პოლონეთში სამეცნიერო ვიზიტის შესახებ და ისაუბრა იმ კვლევით სტიპენდიებზე, რომლის მოპოვებაც ქართველ პროფესორებს შეუძლიათ პოლონეთში.

პროფესორი დალი ოსეფაშვილი ტიტუს ფილიპოვიჩის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში 2 თვით იმყოფებოდა პოლონეთში კვლევის ჩასატარებლად ვროცლავის აღმოსავლეთ ევროპის კოლეჯსა და ვროცლავის უნივერსიტეტში.

“გარდა პოლონური კვლევითი სტაჟირების პროგრამებისა, მან ასევე გააცნო პროფესორებს პოლონურ-ამერიკული კვლევითი სტიპენდიების მოპოვების შესძლებლობებიც”.