ონლაინ დისკუსია: „ როგორია თანამედროვე საკლასო ოთახი? - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ონლაინ დისკუსია: „ როგორია თანამედროვე საკლასო ოთახი?

განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსისტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მიმართულების ორგანიზებით ორგანიზებით გაიმართა ონლაინ დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში – „როგორია თანამედროვე საკლასო ოთახი?“

დისკუსია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა გახსნა. ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თბილისში ამერიკის საელჩოს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების კოორდინატორმა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის,  უმაღლესი განათლების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ, პროფესიული სასწავლებლების, კერძო და საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო სისტემის ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელიც პანდემიის პერიოდში წარმოიქმნა ან თვალსაჩინო გახდა. მათ შორის, ისაუბრეს ელექტრონული სწავლების სირთულეებზე, როგორიცაა მოსწავლეებსა და სტუდენტებში სოციალიზაციის პრობლემა, სოციალური და ტექნიკური პრობლემები, რომლებიც თან ახლდა სწავლების ახალ მეთოდს, გართულებული კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის და სხვა. თუმცა გამოიკვეთა ახალი შესაძლებლობებიც, მაგალითად სწავლების გაციფრულებამ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მისცა შანსი მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სასწავლო კურსებში, მათ შორის წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში, მშობლები ბევრად უფრო აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეების განათლების პროცესში და სხვა. მონაწილეებმა ერთმანეთს ასევე გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და იდეები, როგორ შეიძლება დავძლიოთ არსებული სირთულეები და გავხადოთ თანამედროვე საკლასო ოთახი მეტად საინტერესო და ინტერაქტიური..

„ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების კუთხით. მთავარია ღიაობა, საუბრები და შემდგომში, პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა ერთად ვიპოვოთ არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. პანდემიამ ბევრი გამოწვევა, მაგრამ ამავდროულად საინტერესო ცვლილებები მოიტანა განათლების სფეროში. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად დადებითად შეცვლის ჩვენს სამომავლო მუშაობის ფორმებს.“ – ეკატერინე ფიფია, შეხვედრის მოდერატორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო და განათლების მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.