[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტების ვიზიტი  BDO-ში.

02.11.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის (ეთიკის საკითხები ბუღალტრულ აღრიცხვაში საგნის) სტუდენტები ეწვივნენ აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს. 

ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე-დეკანის, ასისტენტ-პროფესორის იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს აუდიტის ეთიკის, ბუღალტერიის ქცევის კოდექსების, ბუღალტრული და აუდიტური ფირმების ეთიკური პასუხისმგებლობის, ეთიკის თანამედროვე საკითხების და პროფესიონალი ბუღალტრებისთვის პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ თანამედროვე ბიზნეს გარემოს გამოწვევებს  და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

,,მსგავსი ვიზიტები სტუდენტებს ეხმარება ბიზნესის და საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ფუნდამენტური საკითხების კიდევ უფრო სიღრმისეული ცოდნის და პრაქტიკული უნარების  განვითარებაში.  რაც ხელს უწყობს სტუდენტებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობის შესწავლას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში.” – განაცხადა იაშა მურვანიძემ.

აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება (აუდიტი, ანგარიშგება და კომპილაცია და ა.შ), ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი (ბუღალტრული აღრიცხვა, სახელფასო ადმინისტრირება, ფინანსური ანალიზი, აუთსტაფინგი) საგადასახადო მომსახურება (საგადასახადო კონსულტაცია, ტრანზაქციებთან დაკავშირებული საგადასახადო კონსულტაციები, საგადასახადო შესაბამისობა, საგადასახადო დავები, სატრანსფერო ფასწარმოქმნა) ბიზნეს კონსულტაციები (რისკ კონსულტაციები, ადამიანური კაპიტალის მართვა, ბაზრის კვლევა და ანალიზი, დიუ დილიჯენსი და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები, შერწყმა და შეძენა, სახელფასო კვლევა და ა.შ).

აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO 10 წელია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი დამსაქმებელი.