[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა ოვლიპიას ოფიციალური საგამოცდო ცენტრი

10.10.2018
ოვლიპია არის The Intellectuals’ Challenge -ის (TIC) მიერ წამოწყებული გლობალური ონლაინ კონკურსი. იგი მიზნად ისახავს ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის გაზრდას მთელს მსოფლიოში. პირველი Owlypia ჩატარდა 2018 წლის 28 თებერვალს, სადაც დაახლოებით 960 ოვლიპიელი მონაწილეობდა 28 ქვეყნიდან.

ოვლიპიას მომავალი კონკურსები ჩატარდება: 2018 წლის 24 ნოემბერს და 2019 წლის 23 მარტს.

ოვლიპია შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისათვის, რათა მათ იასპარეზონ, გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და უნარები საყვარელი საგნების სფეროში. ოვლიპიას წლევანდელი თემაა: "შემოქმედება: საზღვრების მიღმა". 11-14 ან 15-18 წლის ასაკის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ ონლაინ კონკურსში. მონაწილეებმა უნდა აირჩიონ თავიანთი საყვარელი საგანი და მოემზადონ ამ საგანში ოვლიპიას მიერ მითითებული რეკომენდებული რესურსების გამოყენებით.

დარეგისტრირდი ახლავე: https://goo.gl/forms/ps35n0NvFC25mxNw2

მეტი ინფრომაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს და იხილეთ ვიდეო:
https://www.owlypia.org/about/

https://www.youtube.com/watch?v=FgWJMAc65T8