[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპარლამენტიდან მოწვეულ სტუმარს, ბ-ნ რომან სტრასერს მასპინძლობს.

30.01.2020

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა ევროპარლამენტიდან მოწვეულ სტუმარს, ბ-ნ რომან სტრასერს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი წაიკითხავს სალექციო კურსს: „როგორ მუშაობს ევროკავშირი პრაქტიკაში?“.

სალექციო კურსი სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით, უშუალოდ იმ პირისგან, ვინც ორგანიზაციის სტრუქტურაში წლების განმავლობაში მუშაობს, როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი. კურსის ფარგლებში, ბ-ნი სტრასერი, ასევე ვრცლად განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც.