[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეხმაურება ბოლო დროს პრესასა და ტელევიზიაში თურქოლოგ რომან კვიციანის და  პოლიტიკოსს ჯონდი ბაღათურიას მიერ უნივერსიტეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უნივერსიტეტს კავშირი აქვს რელიგიური და ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე პირებთან. ეს არის აბსურდი და ემსახურება მათ მიერ გაურკვეველი მიზნების მიღწევას.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სეკულარული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და თავისუფალია ყოველგვარი იდეოლოგიისაგან. მისი დამფუძნებლები არიან ადგილობრივი და გერმანული იურიდიული პირები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 21 წელია ემსახურება ახალგაზრდების აღზრდას და ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს კერძო უნივერსიტეტებს შორის. მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ დისკრიმინაციული და ცილისმწამებლური განცხადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კერძო უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. IBSU-ში 290 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს 19 ქვეყნიდან, გაცვლითი პროგრამით კი სტუდენტები 90-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტში ეუფლებიან განათლებას. საერთშორისო დონის განათლება, აკადემიური თავისუფლება და ყოველგვარი იდეოლოგიისგან დაცლილი გარემო, წლებია სწორედ ამან გააერთაიანა ასობით მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და ათასობით სტუდენტი.