[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ამერიკელი პროფესორი რობერტ მაკკენზი IBSU-ს ეწვია

30.10.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი რობერტ მაკკენზი ესტუმრა. რობერტ მაკკენზი 45 წელზე მეტია, რაც საგადასახადო სამართლის სფეროში მოღვაწეობს აშშ-ში და ახორციელებს შიდა შემოსავლების სამსახურისა და სამთავრობო უწყებების წინაშე კლიენტების წარმომადგენლობას.

რობერტ მაკკენზის ვიზიტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიცავდა ორკვირიან სასწავლო კურსს „სამართლებრივი ინგლისური ენის“ ფარგლებში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. კურსში მიმოხილული იყო ამერიკის საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანთა უფლებები, თავისუფლებები და მათი გარანტიები.

კურსის ფარგლებში პროფესორმა სტუდენტებს გააცნო ამერიკული სამართლის თავისებურებები. ლექციები ინტერაქციული ხასიათის იყო და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პრაქტიკას მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.