გივი ლობჟანიძის წიგნის პრეზენტაცია IBSU-ში
03.11.2023შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გივი ლობჟანიძის წიგნის ‘ნიკო ნიკოლაძე – სამართლებრივი პარადიგმები’ პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომი წარმოადგენს დამოუკიდებელ კვლევას, რომელიც, თემატურად, სხვადასხვა აქტუალურ პრობლემას ერთი სამართლებრივი სივრცისა და მთელის კატეგორიაში აქცევს.
იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიციის გენერალ-მაიორი გივი ლობჟანიძე 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, რომელსაც ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია.