[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

გივი ლობჟანიძის წიგნის პრეზენტაცია IBSU-ში

03.11.2023
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გივი ლობჟანიძის წიგნის ‘ნი­კო ნი­კო­ლა­ძე – ს­ამართლებრი­ვი პარადიგმები’ პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომი წარმოადგენს დამოუკიდებელ კვლევას, რომელიც, თემატურად, სხვადასხვა აქტუალურ პრობლემას ერთი სამართლებრივი სივრცისა და მთელის კატეგორიაში აქცევს.
იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიციის გენერალ-მაიორი გივი ლობჟანიძე 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, რომელსაც ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია.