[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

“თარგმანში დაკარგულები” – შეხვედრა სინქრონისტ მთარგმნელთან, სალომე ჯაფიაშვილთან

17.10.2022

ენების კლუბ Lingo Quest-მა მხარდამჭერების სურვილი გაითვალისწინა და მორიგი ღონისძიება მიუძღვნა თარგმანს, რომელზეც ყველა დამსწრე, მართლაც რომ, თარგმანში დაიკარგა, საინტერესო სტუმართან ერთად.

Lingo Quest-ის მოწვეულმა სტუმარმა, სინქრონისტმა მთარგმნელმა, სალომე ჯაფიაშვილმა აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარა რჩევები, თუ როგორ გავიკვლიოთ გზა თარგმნის მრავალფეროვან სამყაროში.
სინქრონული თარგმნის მნიშვნელობა კლუბის წევრებისთვისაც კიდევ უფრო საინტერესო გახდა და იმედი გვაქვს, რომ ღონისძიებამ მსგავსი შთაბეჭდილება დატოვა ყველა დამსწრეზეც.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო .