ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სრულად დაფინანსებული ტრენინგი IBSU-ში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სრულად...
ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სრულად დაფინანსებული ტრენინგი IBSU-ში
  • 29/04/2026

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სრულად დაფინანსებული ტრენინგი IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, თბილისში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სრულად დაფინანსებულ ვორქშოფების სერიას უმასპინძლა.

ღონისძიება გაიმართა ამერიკის ისტორიის 250 წლის იუბილის აღსანიშნავად და მიზნად ისახავდა მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ვორქშოფების თემა იყო – „ამერიკული AI ინსტრუმენტების გამოყენება ენის სწავლებაში“ (Leveraging American AI Tools for Language Education). მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინოვაციურ ციფრულ რესურსებსა და პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამაღლებს სასწავლო პროცესის ეფექტიანობას.

სესიები წარადგინეს მოწვეულმა სპიკერებმა – ჯონ ჯორდანმა და მაიკლ ვესიომ, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების შესახებ.
ვორქშოფებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ინგლისური ენის მასწავლებლებში და მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მიმართულებით.