[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საზეიმო დახურვა

02.05.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უფასო სტუდენტური პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. IBSU-ს რექტორმა, კახა შენგელიამ და პრორექტორმა სასწავლო დარგში, სალომე კუჭუხიძემ პროექტის ტრენერები და ასისტენტები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ტრენერებმა კი პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის პროფესიის საფუძვლებს; შეისწავლეს არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი), არქიტექტურული ხაზვა, არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები და მაკეტის შექმნა (მოდელირება).