[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

რა? სად ? როდის ? – ფინალი

24.11.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინტელექტ კლუბის ორგანიზებით, “რა? სად? როდის?” ფინალი გაიმართა.

ინტელექტუალურ შეჯიბრში 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდებმა ფინალში მოსახვედრად 4 ეტაპი გაიარეს, თითო ტურში მონაწილეებს 15 შეკითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა.

მეორე ტურში – 10 გუნდი გადავიდა, მესამეზე-5, ფინალი კი 20 ნოემბერს – 3 გუნდს შორის გაიმართა. ”მტკვარდალეულები”, ”ვალჰალა” და ”შიკანა” დღეს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამარჯვება კი გუნდმა ”შიკანამ” მოიპოვა!

აღსანიშნავია, რომ კონკურსს ამდენი მონაწილე სხვა დროს არ ჰყოლია.