[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საუდის არაბეთის საელჩოს პირველი მდივანი IBSU-ს ესტუმრა

19.05.2023

საუდის არაბეთის საელჩოს პირველი მდივანი, საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აჰმად ასირი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. საელჩოს წარმომადგენელი IBSU-ს პროგრამებს გაეცნო და კამპუსი დაათვალიერა.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ასევე IBSU-ს ინგლისურენოვანი პროგრამებით საუდის არაბეთის სტუდენტების დაინტერესებაზე.