[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საქაერონავიგაციის წარმომადგენელი IBSU-ს სტუდენტებს შეხვდა

08.04.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქაერონავიგაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

კომპანიის წარმომადგენელმა, დავით მანჯგალაძემ, სტუდენტებს „საჰაერო მოძრაობის სამსახურში სმმ მეთვალყურის პოზიციაზე“  გამოცხადებული კონკურსის პირობები გააცნო.

კონკურსის გამარჯვებულები სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრებიან 5-6 თვის ვადით, რომლის ხარჯებს მთლიანად დაფარავს კომპანია, ხოლო კონკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქაერონავიგაციში აღნიშნულ პოზიციაზე.

შეხვედრის ბოლოს კომპანიის წარმომადგენელმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.