[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საჯარო ლექცია – ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობა

01.06.2023

IBSU-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე “ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობა, პრობლემები და გამოწვევები,” რომელსაც უძღვებოდა პაპუნა დავითაია, მესამე რანგის კაპიტანი, რომელსაც აქვს ნატოს გაერთიანებულ საზღვაო ძალების შტაბბინაში მოღვაწეობისა და ნატოს ანტიტერორისტულ და საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობის ხუთწლიანი გამოცდილება.

შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო ნატოს გავლენა მსოფლიო პოლიტიკური კურსზე და საქართველოსა და ალიანსის ურთიერთთანამშრომლობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელშეკრულების მეხუთე მუხლს და ჩვენი ქვეყნის უახლესი მოვლენების ანალიზს.