[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ რიგით მე-11 კულტურის ფესტივალს უმასპინძლა

09.06.2023
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რიგით მე-11 კულტურის ფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტების კულტურული სტენდები.
ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილმა სტუდენტებმა შეასრულეს ტრადიციული ცეკვები და მუსიკალური ნომრები, ასევე, სხვა სტუდენტებს გააცნეს ნაციონალური კერძები.
ღონისძიებაზე მოეწყო სპეციალური საქველმოქმედო სტენდიც. სტუდენტების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.
IBSU-ში დღეისთვის 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სწავლობს. დღევანდელი ღონისძიება მიზნად ისახავდა ინტერნაციონალიზაციის განვითარებასა და კულტურული კავშირების გაცნობა-გაღრმავებას.