[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ღონისძიება ფრანკოფონი სტუდენტებისთვის

25.01.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის ინგა ტყემალაძის და ფრანგი სტაჟიორის საბრინა ფაგეს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ფრანკოფონი სტუდენტებისთვის – La Table des Rois (King’s table).

სტუდენტებმა ლექტორების მიერ წარმოდგენილი  პრეზენტაციით მიიღეს ინფორმაცია ფრანგული ნათლისღების დღესასწაულის, მისი ჩატარების, თარიღისა და ტრადიციის შესახებ.

სტუდენტებმა ქართველ მეფეებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები. დააგემოვნეს ტრადიციული ნამცხვარი Gallette des rois (King’s cake), რომელიც ტრადიციულად ნათლისღების დღესასწაულისთვის მზადდება.

საღამო დასრულდა ფრანგულენოვანი ფილმის (Delicieux) ჩვენებით.