[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განახლდა კურსდამთავრებულთა შეკრების ტრადიცია „IBSU Alumni Reunion”.

08.07.2022

6 ივლისს უნივერსიტეტის კამპუსმა უმასპინძლა სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა  საზეიმო შეკრებას.

კურსდამთავრებულთა შეკრების ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანმა, რომელმაც მიულოცა საზოგადოებას ამ მეტად გამორჩეული ტრადიციის განახლება. რექტორის შეფასებით, ამგვარი ღონისძიება განამტკიცებს უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს. თითოეული კურსდამთავრებული უნივერსიტეტისთვის ძვირფასია, მათი ყოველი წარმატება კი საამაყოა.

საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს მიესალმა იასინ ასლან, IBSU Alumni დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც მადლიერება გამოხატა ღონისძიებაში კურსდამთავრებულთა აქტიური ჩართულობისთვის.

ღონისძიებაზე თავად კურსდამთავრებულებიც გამოვიდნენ სიტყვით, რომლებმაც გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები და ის ადამიანები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო არა მხოლოდ სწავლის პერიოდში, არამედ უნივერსიტეტის დასრულების შემდგომაც. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და ამჟამად IBSU-ს სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მერაბიშვილმა საკუთარ გამოსვლაში საზოგადოებას გააცნო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მზარდი სტატისტიკა წლების მიხედვით, დღიდან დაარსებისა.

კურსდამთავრებულთა შეკრებას არ ჩაუვლია სახალისო აქტივობების, კონკურსებისა და კონცერტის გარეშეც. სტუმრების განწყობაზე იზრუნა მუსიკალურმა ბენდმა „The Followers”.