[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

გერმანელი პროფესორი IBSU-ს რექტორს შეხვდა

20.09.2021

დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (HTW) პროფესორი მარიო ნიუგებაუერი, რომელიც IBSU-ს სტუდენტებისთვის ვორქშოფს მართავს, უნვერსიტეტის რექტორს საფფეთ ბაირაქთუთანს შეხვდა.

შეხვედრას უნივერსიტეტის პრორექტორი თეა კბილცეცხლაშვილი, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დირექტორი ილიას უსთუნიერი,საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი აბდულმელიქ  ალკანი და პროექტის კოორტინატორი მარიამ რაზმაძე  ესწრებოდნენ.

რექტორმა გერმანელ სტუმარს მადლობა გადაუხადა პროექტით დაინტერესებისთვის და განაცხადა, რომ კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ერთ-ერთი მაღალმოთხოვნადი და რეიტინგულია, ამიტომ პროგრამის სტუდენტებისთვის მარიო ნიუგებაუერის მასტერ-კლასები ფასდაუდებელი შესაძლებლობა, მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება.

პროექტი იბსუ-ს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ბაკალავრიატის მეოთხე კურსისა და სამაგისტრო სტუდენტებისთვის ტარდება. ვორქშოფი „ტელემართვის რობოტის განვითარება“ 13 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბერს დასრულდება. პირველი ერთი კვირა მონაწილეებმა ონლაინ იმუშავეს. მიმდინარე კვირას კი გერმანელი პროფესორი მასტერ-კლასებს ქართველი სტუდენტებითვის იბსუ-ს კამპუსში ჩაატარებს.

ერთობლივი ვორქშოფის მთავარი თემაა ტელემართვის რობოტის განვითარება. იგი დაფუძნებულია Arduino, Raspberry სისტემებზე და ზოგიერთ სენსორზე, რომლებიც დაკავშირებულია რობოტის ორიენტაციისა და ნავიგაციის ფუნქციებთან. ვორქშოფის ნაწილი  ასევე იქნება ტელემართვად რობოტთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით Android მოწყობილობებისთვის პროგრამების შემუშავება.

სპიკერის შესახებ: პროფესორი მარიო ნიუგებაუერი ასწავლის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ადაპტაციური პორტატული სისტემების დარგში 2019 წლიდან. მისი სწავლებისა და კვლევის მთავარი სფეროებია მობილური პროგრამების, უკაბელო ქსელებისა და რობოტიკის განვითარება. დრეზდენის უნივერსიტეტამდე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა FH Zwickau– ში (გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი) და ერთი წელი FH Jena– ში. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო SAP Research– ის დამთავრების შემდეგ, სადაც მუშაობდა ბიზნეს პროგრამების ინტერნეტ სისტემებისთვის. პროფესორი ნიუგებაუერი არის სამი კომპანიის თანადამფუძნებელი, რომლებიც მოქმედებენ ბიზნეს ინტერნეტის სფეროში, ინოვაციურ ვებ პროგრამებსა და რობოტიკაში.