[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-სა და საქართველოს თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10.12.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამ მიზნით IBSU-ს რექტორი და ადმინისტრაციული პერსონალის წარომადგენლები ეწვივნენ საქართველოს თავდაცვის აკადემიას. ვიზიტის ფარგლებში დაწესებულების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ,,აკადემიის ტურის“ ფარგლებში სტუმრებს აკადემიის საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და სამხედრო სასწავლო  ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.