[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სკოლის მასწავლებლებისათვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტი დაიწყო

02.11.2021

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL III) მორიგი ეტაპი დაიწყო. პირველი მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 6 სკოლის მასწავლებლებთან უკვე ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას იღებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

პროექტის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალ საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას  საქართველოს სკოლებში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტს კოორდინატირებას უწევენ პროფესორი, დოქტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე და პროფესორი, დოქტორი  ეკატერინე ფიფია. ამ ხნის განმავლობაში გადამზადება საქართველოში მოქმედმა 120 სკოლის 500 მდე მასწავლებელმა (სტუდენტი მასწავლებლების ჩათვლით) გაიარა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროგრამაში 2018 წლიდან ჩაერთო.  უნივერსიტეტის ტრენერები თბილისისა და რუსთავის 6 სკოლის მასწავლებლებთან (ინგლისური ენა, სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები) მუშაობენ.  იბსუ-ს მიერ პროექტის ფარგლებში 72 მასწავლებელი და უნივერსიტეტის 24-მა სტუდენტმა გაიარა ტრენინგები.