მსოფლიო ჩემპიონატის (ACM) ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი დაპროგრამებაში
13.12.20162016 წლის 2-6 დეკემბერს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული შეჯიბრი: სანკტ პეტერბურგი-ბარნაული-თბილისი-ტაშკენტი) ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის. ნახევარფინალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან დაშვებული იყო 2 გუნდი (ისინი პარალელურად მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატზეც), ხოლო სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატზე დამატებით კიდევ 1 გუნდი, რომლებმაც ამ შეჯიბრებებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის (ACM) მეოთხედფინალში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
პირველ გუნდი: ნიკოლოზ სვანიძე, ანრი მორჩილაძე, ნათია მამაიაშვილი, მეორე გუნდი: ალექსანდრე მერაბოვი, ბესიკ ცხვედიანი, დაჩი ხაღულაშვილი, მესამე გუნდი: სანდრო მირუაშვილი, ლევან ოდიშვილი, ილია გოჩიტაშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს ეს ტურნირი ამოცანების განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა და წარმატების მიღწევა ძალიან რთული იყო. მიუხედავად ამისა, პირველმა გუნდმა მესამე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და კიდევ მესამე ხარისხის დიპლომი სამხრეთ კავკასიის ჩემიონატზე (გუნურ შეჯიბრზე). მეორე გუნდმა კი საპატიო დიპლომი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში.
სულ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩვენს რეგიონში 138 გუნდი (414 მონაწილე) მონაწილეობდა შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი. ხოლო სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატში კი მონაწილეობდა 33 გუნდი (99 მონაწილე) ქვეყნებიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა.
ინდივიდუალური შეჯიბრზე 99 მონაწილიდან დაშვებული იქნა მხოლოდ 50. ჩვენი უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ნიკოლოზ სვანიძემ ინდივიდუალურ შეჯიბრზე პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.
სულ იბსუმ მოიპოვა 3 სხვადასხვა ხარისხის დიპლომი (2 გუნდურ შეჯიბრზე და 1 ინდივიდუალურ შეჯიბრზე) და 1 საპატიო დიპლომი გუნდურ შეჯიბრზე.
როგორც ამ ჩემპიონატის ნახევარფინალის საორგანიზაციო კომიტეტს არაერთხელ აღუნიშნავს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბოლო 9-10 წლის განმავლობაში ამ შეჯიბრებებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით სამხრეთ კავკასიის რეგიონის ლიდერ უნივერსიტეტთა სიაში შედის.