IBSU-ში ჩატარდა ვორქშოფი – “ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში“;
26.01.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტში ჩატარდა ვორქშოფი „ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში“;
ვორქშოფს უძღვებოდნენ: თამარ კაციტაძე – საქართველოს პირველი არხის ახალი მედიისა და ინოვაციის სამსახურის ხელმძღვანელი; თეო გონგლაძე – საქართველოს პირველი არხის ციფრული მედიის მენეჯერი.
ინტერაქციულ რეჟიმში, ვორქშოფის მსვლელობისას განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში, წარმატებული და წარუმატებელი სარეკლამო კამპანიების მაგალითები, ძირითადი სოციალური არხების ალგორითმის მუშაობის პრინციპები.
ვორქშოფი ჩატარდა IBSU-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. მომავალში კიდევ იგეგმება მსგავსი ტიპის შეხვედრები.