IBSU-ში ჩატარდა ვორქშოფი - "ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში“; - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში ჩატარდა ვორქშოფი – “ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში“;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტში  ჩატარდა ვორქშოფი „ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში“;

ვორქშოფს უძღვებოდნენ: თამარ კაციტაძე – საქართველოს პირველი არხის ახალი მედიისა და ინოვაციის სამსახურის ხელმძღვანელი; თეო გონგლაძე – საქართველოს პირველი არხის ციფრული მედიის მენეჯერი.

ინტერაქციულ რეჟიმში, ვორქშოფის მსვლელობისას განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში, წარმატებული და წარუმატებელი სარეკლამო კამპანიების მაგალითები, ძირითადი სოციალური არხების ალგორითმის მუშაობის პრინციპები.

ვორქშოფი ჩატარდა IBSU-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.  მომავალში კიდევ იგეგმება მსგავსი ტიპის შეხვედრები.