[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელიც მოიცავდა ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალსა და კონცერტს IBSU-ს ცეკვისა და ხალხური სიმღერის ანსამბლებისა და IBSU-ს ბენდების მონაწილეობით. ესეების კონკურსმა 70-მდე მოსწავლიდან საუკეთესო სამეული და ათეული გამოავლინა. პირველი სამი ადგილის მფლობელებს 2000, 1500 და 1000 ლარიანი

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 ივნისს ქუთაისში აწყობენ კონკურსს „ჩემი დისერტაცია 180 წამში“. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.auf.org/nouvelles/appels-a-candidatures/concours-ma-en-180-secondes-en-georgie-appel-participation/ ფრანგულად, ხოლო დართულ ფაილში ქართულად.  

Devexperts-ის ტრენერმა და Front-End Developer-მა, ოლეგ ჩერვონცევმა IBSU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე “გახდი Front-End Developer: უნარები, ტრენდები, და გზა კარიერისკენ.” ტრენერმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროს თავისებურებები.

IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის "სტაჟირების ხელშეწყობა" ფარგლებში, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური." საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტის კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი, Talent Flow-ს დამფუძნებელი, და ნანა ყუფუნია, HR

სისხლის ცენტრისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, IBSU-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მეორედ ჩატარდა, რომელშიც უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით 20-მდე ჰოსპიტალს გადაეცემა. სისხლის ცენტრი და IBSU მადლობას უხდის თანამშრომლებსა და სტუდენტებს აქციაში აქტიური

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ქართველი დოქტორანტებისთვის კვლევით მობილობას 2 თვის ვადით საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში. დოქტორანტებისთვის სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 2100 ევროს 2 თვის განმავლობაში. სტიპენდიები ფარავს მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯების ნაწილს, ან მთლიანად, საფრანგეთში კვლევის პერიოდში. განაცხადი ღიაა ყველა დისციპლინის ქართველი დოქტორანტებისთვის

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა. ღონისძიებას მენტორობდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთ-ერთი ტელეარხით გასული სადავო სიუჟეტი აჩვენეს დამსწრეებს. ამის შემდეგ დამსწრეები გაიყვნენ სამ ჯგუფად, რომელთაგან ერთი იცავდა მომჩივანის ინტერესებს, მეორე ჯგუფი წარმოადგენდა სიუჟეტის ავტორი

ყოველწლიური კულტურული ტურებისა და ექსკურსიების პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა (IRO) სტუდენტებისთვის ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ფიჯიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან, კულტურული ტური მოაწყო დუშეთში. ტურის ფარგლებში, სტუდენტები დუშეთის მერიაში შეხვდნენ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი ასლამაზიშვილს, მერიის უფროს სპეციალისტს სპორტისა და ახალგაზრდობის

ჩინეთის სიჩუანია პროვინციის უნივერსიტეტმა 2023-2024 წლისთვის გამოაცხადა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამები. სტიპენდიები გამოყოფილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე კომპიუტერული ინჟინერიის, კლინიკური მედიცინის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება: 31 მაისამდე დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით

IBSU-მ სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გვანცა დავითაშვილს უმასპინძლა. საჯარო ლექციის ფარგლებში, დავითაშვილმა სტუდენტებს ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით სახალხო დამცველის პრაქტიკა და რეკომენდაციები გააცნო. ასევე, მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრაზე განიხილა საუნივერსიტეტო გარემოში ადამიანის უფლებების სწავლების გამოწვევები.