[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ალიშერ ნავოის სახელობის უზბეკური ენისა და ლიტერატურის ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ალიშერ ნავოის სახელობის უზბეკური ენისა და ლიტერატურის ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, დოქტორი ნოზლია ნორმუროდოვა სტუმრობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა უმასპინძლა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორს, ჯუსტო ტრაინას და რიჟეკას უნივერსიტეტის მკვლევარს, ჯერემი ვალტონს. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უხოელ პროფესორებთან და განიხილავს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ამჯამად, IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ავალიანისა და ასოცირებული პროფესორის, თამთა ცხოვრებაძის

გაცნობებთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და კონსულტაციებით, უნივერსიტეტმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი წარიმართოს შემდეგი ფორმატით: 2 მაისიდან, ყველა ლექცია ჩატარდება უნივერისტეტის აუდიტორიებში. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ლექციას დაესწრონ ფიზიკურად. ამავდროულად, ლექციების ტრანსლირება განხორციელდება Google Meet პლატფორმის გამოყენებით, იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურვილი ექნება სასწავლო პროცესში ჩაერთოს დისტანციურად. ხაზგასასმელია, რომ დასკვნითი გამოცდები ყველა სასწავლო კურსში ჩატარდება არადისტანციურად, უნივერსიტეტის აუდიტორიებში. გისურვებთ წარმატებებს!

2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციის მიზნებია: თანამედროვე ეკონომიკური პროცესებისა და გამოწვევების განხილვა; ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;

ძვირფასო სტუდენტებო! გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში 2 მაისიდან სრულად გადავა  სააუდიტორიო სწავლების ფორმატზე, ხოლო მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აუდიტორიებში სწავლა განახლდება 16 მაისიდან. ძალაში რჩება საბაზისო რეგულაციები, როგორიცაა პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და დისტანციის დაცვა. გისურვებთ

სტუდენტთა ინიციატივით, დღეს IBSU-ში სისხლის დონაციის კამპანია შედგა უკრაინის მხარდასაჭერად. კამპანიაში IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. IBSU მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის ორგანიზაციას ახალი ძალა საქართველოსთვის და სტუდენტურ საინიციატოვო ჯგუფს. ვიმედოვნებთ, მშვიდობა სულ მალე დაისადგურებს მსოფლიოში!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს სახელით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვუერთდებით მსოფლიო პროტესტს და ვგმობთ აგრესიის ამ უსასტიკეს გამოვლინებას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უცხადებს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და

IBSU საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“ პანელური დისკუსიის ფორმატში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მის თანმხლებ პროცესებზე საქართველოსა და მსოფლიოში ისაუბრეს მოწვეულმა ექსპერტებმა: ივანნა მაჩიტიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,

IBSU-ს ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადის შედეგები ცნობილია. ტექნიკური მიმართულებით ოლიმპიადის საუკეთესო შედეგების მიხედვით გამარჯვებულები არიან: I ადგილი - ლია ჩიტიშვილი; II ადგილი - თამარ ვანიშვილი; III ადგილი - მარიამ გელაშვილი; III ადგილი - მარიამ აბზიანიძე; III ადგილი - ლიზი გაბრიჭიძე. ჰუმანიტარული მიმართულებით ოლიმპიადის საუკეთესო შედეგების მიხედვით გამარჯვებულები არიან: I

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მუსიკისა და ხელოვნების დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის კამპუსში, ჩატარდა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თემაზე-“ომი და მშვიდობა”. ლექციაზე ბატონმა ლევანმა ისაუბრა ომისა და მშვიდობის მარადიული თემის გარშემო, შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, განიხილა მნიშვნელოვანი დეტალები საქართველოს ისტორიიდან და