[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

“ბიზნეს ანბანის” მორიგი ტრენინგი

10.12.2019

5 დეკემბერს დაიწყო პროექტ “ბიზნეს ანბანის” მორიგი ტრენინგი.

გაცნობითი შეხვედრის შემდეგ 80-მდე სკოლის მოსწავლე გადანაწილდა ჯგუფებში.4 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ, მიიღეს ინფორმაცია თითოეული პროფესიისათვის დამახასიათებელი სპეციფიკისა და იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რომლებიც საჭიროა ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისათვის. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს ეპოვათ საკუთარი თავი ბიზნესში და აღმოეჩინათ აქამდე მათთვის უცნობი უნარ-ჩვევები.მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად და 4 დღის მანძილზე მიღებული ცოდნის გამოყენებით მოამზადეს ბიზნეს გეგმები. მოსწავლეთა მიერ შემუშავებული ბიზნეს გეგმები წარდგენილ იქნა ჟიურის წინაშე შესაფასებლად. ტრენინგის ბოლოს ჩატარდა დახურვის ცერემონიალი და მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

🔍,,ბიზნეს ანბანი“-ს პროექტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. დღემდე პროექტში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა მოსწავლემ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, მიუხედავად მათ მიერ არჩეული სამომავლო პროფესიისა. პროექტის ტრენერები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა წარმატებულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა.