[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

დაიწყო პროექტი „შავი ზღვის რეგიონი: უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები”

24.05.2022

დაიწყო საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციისა (YATA Georgia) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მიერ ორგანიზებული პროექტი „შავი ზღვის რეგიონი: უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები”, რომლის ფარგლებში ჩატარდა ორი შეხვედრა.

პროექტი გახსნა ბატონმა გიორგი სურმავამ, რომელიც  გახლდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე. იგი ასევე მოღვაწეობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში. ამჟამად, ბატონი გიორგი სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. ხოლო მეორე შეხვედრას უძღვებოდა პაპუნა დავითაია, რომელიც არის საქართველოს სანაპირო დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, შსს მეკავშირე ოფიცერი NATO-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობაში (2014-2019 წ.წ.).

შეხვედრების განმავლობაში მოწვეულმა მომხსენებლებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში შემავალ ქვეყნებზე, მათ როლსა და ინტერესებზე შავ ზღვაში. აგრეთვე, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში. ასევე, იმაზე, თუ რას წარმოადგენს რუსეთი შავი ზღვის რეგიონში. შეხვედრაზე განხილული იყო უსაფრთხოების კონცეფციაც და მნიშვნელოვნად  გაესვა ხაზი საქართველოს თავდაცვის სფეროს გაძლიერების აუცილებლობას.

შეგახსენებთ, პროექტი „შავი ზღვის რეგიონი: უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები” მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, როგორც შავი ზღვის რეგიონის, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაში ნატოს როლის შესახებ.