IBSU-ს პროფესორის რედაქტორობით გამოიცა წიგნი, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდება - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს პროფესორის რედაქტორობით გამოიცა წიგნი, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდება

23.06.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა და კურსდამთავრებულებმა, უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოსცეს წიგნი სახელწოდებით: “მსოფლიო პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები” (World Politics and Challenges for International Security).

427-გვერდიანი წიგნი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა,  რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ექსპერტები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და მათთან ერთად ქართველი მკვლევრები, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები. მათ შორის არიან, IBSU-ს  ასოცირებული პროფესორი კახაბერ ჯაყელი, მოწვეული ლექტორები დიანა ხომერიკი და ქეთი ჩახავა. ასევე, ნატალია ბერუაშვილი, რომელიც სწავლობდა IBSU-ს  დოქტორანტურაში და შესაბამისად, აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის, IGI Global-ის  გამოცემა “მსოფლიო პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები” 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდება.

წიგნზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://amzn.to/3OyX369