პროგრამის მიზანი
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი/კვალიფიციური სპეციალისტები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით მდიდარი თეორიული ცოდნით და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული და ტრანსფერული უნარებით.
დასაქმების სფერო
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს დაბალი და/ან საშუალო რგოლის მენეჯერის და/ან დარგის სპეციალისტის პოზიცია, როგორც საჯარო (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო, მუზეუმების გაერთიანება, რეგიონში მუნიციპალიტეტების კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურები და ა.შ.), ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ტურისტულ სააგენტოებში, განთავსებისა და კვების ობიექტებში, სატრანსპორტო კომპანიებსა (ლოჯისტიკა) და აეროპორტებში. საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკული და ტრანსფერული უნარები კურსდამთავრებულებს აძლევს საშუალებას სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების სწავლების მეორე საფეხურზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი და რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე, სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ პირმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გაიროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისთვის ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). მესამე ჩასაბარებელი საგანია მათემატიკა ან ისტორია ან გეოგრაფია.
საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/
სწავლის საფასური
საქართველოს მოქალაქეებისათვის: 3190 ლარი.
საერთაშორისო სტუდენტებისთვის : 4500 აშშ დოლარი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი (4 წელი)
საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი ეკა დევიძე
ელ-ფოსტა: edevidze@ibsu.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 2800 064
ოთახი: 306