[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ტურიზმი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

პროგრამის მიზანი

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში; პროგრამის მიზანია, აგრეთვე, სტუდენტებისათვის ტურიზმის მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და ზოგადი კომპეტენციების უზრუნველყოფა.

დასაქმების სფერო

ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა და უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სექტორში, სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში (საწარმოო და ბიზნეს სტრუქტურები), სადაც ის პრაქტიკულად განახორციელებს ძირითად პროფესიულ ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის დროს. კურსდამთავრებულს შეუძლია, სწავლა გააგრძელოს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ სხვა პროფილითაც, შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე.

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 5100 GEL
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის : 7800 GEL


მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული

ინფორმაცია სწავლის დაფინანსებაზე, სტიპენდიებზე და შეღავათებზე: www.ibsu.edu.ge/ge/internal-grants/

კონტაქტი

ელ-ფოსტა: edevidze@ibsu.edu.ge
ტელეფონი: +995 32 2595006 (186)
ოთახი:  # A 306
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო

საგანმანათლებლო პროგრამა

კატალოგი