[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ბიზნესქეისების კონკურსი 2021

ბიზნესის ფაკულტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება − ბიზნეს ქეისების კონკურსი 2021 – იწყება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგების ფაკულტეტის გუნდი კონკურსში უკვე მეორედ მონაწილეობს.  შარშან კონკურსის გამარჯვებული იბსუ-ს გუნდი გახდა, გუნდის წლევანდელი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

  1. შალვა მოსიაშვილი – სტუდენტი
  2. ანზორ ვეშაპიძე – სტუდენტი
  3. გელა მამულაშვილი – სტუდენტი
  4. მეგი მწყერაშვილი – სტუდენტი
  5. ქეთევან მარგალიტაშვილი – მაგისტრატურის სტუდენტი
  6. ნინო ქარდავა – კურსდამთავრებული

გარდა ძირითადი გუნდისა, იბსუ-ს სხვა სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ კონკურსში და დააკომპლექტონ დამატებითი გუნდი. ამისთვის, საჭიროა  რეგისტრაცია. კონკურსისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: არ გაჩერდე, საქართველო (bankofgeorgia.ge)

პროექტი TBSC Consulting-ისა და საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით და აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას, რაც რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი TBSC Consulting-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე 2018 წლიდან თანამშრომლობს.