[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იბსუ-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Cambridge Education Corner-თან

20.10.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო პლატფორმას- Cambridge Education Corner-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი  უნივერსიტეტის რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და Cambridge Education Corner-ის დამფუძნებელმა გურანდა ხაბეიშვილმა მოაწერეს.

ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მასწავლებლების და მოსწავლეების განვითარებას, დაიგეგმება ერთობლივი პროექტები, იბსუ-ს სტუდენტების ჩართულობით.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ტრენინგების, ვორქშოფების სესიებს და  ინგლისური ენის ზაფხულისა და ზამთრის ბანაკების ერთობლივ პროექტებს.