- 22/05/2025
IBSU-ს კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე:“განვითარების საერთაშორისო დახმარება: საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები და კარიერული შესაძლებლობები.“ ლექციას უძღვებოდა ივანე შამუგია, დიპლომატიის მაგისტრი, საერთაშორისო კონსულტანტი პოლიტიკის მართვისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. შეხვედრა ინტერაქციული სახის იყო და დისკუსიის ფორმატში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ფუნქციონირებს საერთაშორისო დახმარების სისტემა, რა პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარებათ ამ სფეროში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა HR კონსულტანტთან თემაზე – “როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე–შენ ხარ ბრენდი.” კარიერის სერტიფიცირებულმა კონსულტანტმა სალომე ერაგიამ IBSU-ს სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია რეზიუმის შექმნის, ფორმატირებისა და პროფესიული დიზაინის შესახებ; ასევე, უნარების სწორად მითითება, LinkedIn-ს ოპტიმიზაცია და რეზიუმესთან დაკავშირებული სხვა დეტალები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური ორგანიზებით, კომპანია ‘ჯეპრას’ წარმომადგენლებმა ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. სტუდენტები გაეცნენ კომპანიის საქმიანობას და შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ დასაქმების რეალური შეთავაზება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტმა უმასპინძლა შეხვედრას თემაზე “დასაქმებისათვის აუცილებელი ტოპ-მოთხოვნადი უნარები.” ინტერაქტიურ შეხვედრას უძღვებოდა “Jungian Coaching School – International’-ის გენერალური მენეჯერი, ნინო ბერუაშვილი. სტუდენტებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მათ სოციალური უნარების, ემოციური ინტელექტისა და კომპლექსური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება.
კარიერის დაგაგმვისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, IBSU-ს სტუდენტებისთვის გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა თემაზე – “პირველი სამსახური – როგორ დავიწყოთ სწორად.” შეხვედრას უძღვებოდა Lemon Capital Consulting-ის დამფუძნებელი და ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ ტურაშვილი. სტუდენტები გაეცნენ დასაქმების ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და ასევე მიიღეს პროფესიონალური რჩევები პირველი გასაუბრებისთვის.
5 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე კომპანიის HR -ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი “როგორ დავწეროთ ეფექტური რეზიუმე და როგორ ვმართოთ გასაუბრებები დამსაქმებელთან”.
𝐈𝐁𝐒𝐔-ს კარიერის განვითარეების სამსახურის ხელშეწყობით ორგანიზდება ტრენინგი „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“.ტრენინგი ხელს უწყობს გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მიმართ ძალადობის შეჩერებას. სასწავლო პროგრამა შეიმუშავა გოგონა გაიდებისა და გოგონა სკაუტების მსოფლიო ასოციაციამ (WAGGGS) და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) 5-დან 25 წლამდე ჯგუფებისათვის. ⭕პროექტი მიმდინარეობს ორი წლის განმავლობაში თბილისში, რუსთავსა და გურიაში. პროექტში ჩართულია 12-16, 17-25 წლამდე
𝐈𝐁𝐒𝐔-ს კარიერის დაგეგმის ოფისისა და IBSU აკადემიის ხელმძღვანელმა მაია სამქანაშვილმა, 17 მარტს, დააორგანიზა საორიენტაციო შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ,შეხვედრაზე სტუდენტებმა მიოიღეს ინფორმაცია სტაჟირებებზე, ტრენინგებბზე, დასაქმების პერსპექტივასა და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ. ასევე შეხვედრაზე მოწვეული იქნა კომპანია Diplomat Georgia, რომლის წამომადგენლებმაც გააცნეს სტუდენტებს კომპანიის მიზნები, მიღწევები, მასში არსებული სტაჟირებები და დასაქმების პერსპექტივები.
მიმდინარე წლის 24 თებერვალს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia მართავს დასაქმების ფორუმს – ღია კარის დღეს – “დასაქმდი აეროპორტში”. ფორუმი გაიმართება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში 10:00-18:00 საათამდე. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნონ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ