[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, იაშარ აქიუზმა 2008-2009 წლის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში უმასპინძლა და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა. ასევე, იაშარ აქიუზი ესტუმრა წარმატებით დასაქმებულ კურსდამთავრებულებს სამუშაო ადგილზე და გაეცნო მათი სამსახურის თავისებურებებს.   იაშარ აქიუზი IBSU-ს კურსდამთავრებულებს წარმატებები და კარიერული წინსვლა უსურვა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა შეკრების ტრადიციას აგრძელებს. წლევანდელ საზეიმო შეკრებას, რომელიც გამორჩეული იყო სახალისო აქტივობებითა და მუსიკალური გაფორმებით, სასტუმრო ‘ბილტმორმა’ უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეკრება უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს ამყარებს.

IBSU-ს კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურმა კურსდამთავრებულებს ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, ხოლო კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარეს. კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახური ცდილობს მჭიდრო კავშირი დაამყაროს უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულთა შორის, რათა უზრუნველყოს მათი სამომავლო გეგმების

პროექტ  „Networking”-ის ფარგლებში აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. თეა ჭუმბურიძემ ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსელებს გააცნო სამაგისტრო პროგრამა. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა მარიამ ბარისოვამ მეოთხე კურსელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება პროგრამაზე სწავლის და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის შესახებ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურმა კურსდამთავრებულებულებთან ერთად ბაკურიანში ექსკურსია მოაწყო.

კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ბოულინგის ცენტრმა IBSU-ს კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. გასვლითი შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამუშაო სივრცეში კურსდამთავრებულების შეხვედრას და სასიამოვნო საღამოს გატარებას. ბოულინგში გამარჯვებული გუნდები სერტიფიკატებითა და კინოს ბილეთებით დაჯილდოვდნენ.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნათია შუბითიძის მასტერკლასი ,,გზა იდეიდან სტარტაპამდე” გაიმართა. საჯარო ლექციის სპიკერი, ნათია შუბითიძე, IBSU-ს ფინანსების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ნათია შუბითიძე არის სტარტაპ დრაივის გამარჯვებული: SOS auto მობილური აპლიკაცია შენი საგზაო დახმარებისთვის; მან კომპანია თეგეტასგან მიიღო 70 000 ლარიანი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს HomeComing-ის ფარგლებში ნინა პერტენავა ესტუმრა. შეხვედრის ფარგლებში ნინამ თავის წარმატების შესახებ ისაუბრა, IBSU-ს სტუდენტებს თავის გამოცდილება გაუზიარა და თავის საყვარელ ლექტორებსაც შეხვდა. ის კომპანია Meta-ს თანამშრომელია - linkedin trust and safety center. ნინა IBSU-ს მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულია.