ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის “ბუნების მეგობრები” პრეზენტაცია
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის “ბუნების მეგობრები” პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, რუსთავის საკრებულოს წევრი, ამირან ჯანჯღავა, ასევე ცნობილი მწერლები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია გახსნა სამართლისა
IBSU-ს რექტორი და პრორექტორი განათლების მიმართულებით ELFA-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია და პრორექტორი განათლების მიმართულებით, სალომე კუჭუხიძე ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა. კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემა იყო "გლობალური იურიდიული განათლების მომავალი“, განიხილეს ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური
ნიკოს სოტირაკოპულოსის საჯარო ლექცია
აინ რანდის ევროპის ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, ნიკოს სოტირაკოპულომა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წარმატებისა და პროდუქტიულობის თემაზე საჯარო ლექცია გამართა.
გასვლითი ღონისძიება “ეპიზოდში” და “გრატუსში”
სალექციო კურსის "სასტუმროს მენეჯმენტი" ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება მოეწყო თბილისის ორ სასტუმროში "ეპიზოდი" და აპარტ-ჰოტელი "გრატუსი." სტუდენტებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულად შეეფასებინათ ორი სხვადასხვა დანიშნულების სასტუმრო: ხანგრძლივი ბინადრობისთვის/ან ოჯახისთვის განკუთვნილი აპარტამენტის ტიპის ახლადგახსნილი სასტუმრო და ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც განსხვავდება თვითმომსახურეობით, რადგან იგი ერთადერთი სასტუმროა self
Deloitte-ის საინფორმაციო შეხვედრა IBSU-ს სტუდენტებისთვის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დიდი ოთხეულის წევრმა (Big 4) კომპანია Deloitte-მა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ Deloitte-ის მუშაობის პრინციპებს, ღირებულებებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, Deloitte-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებს აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
გასვლითი ლექცია-სემინარი პროფესიულ კოლეჯ “იკაროსში”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ირაკლი შამათავა, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი თამარ კაკუტია და უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტები პროფესიულ კოლეჯ "იკაროსს" ესტუმრნენ, სადაც "შესავალი განათლების პოლიტიკაში"
საჯარო ლექცია – ‘ფეხბურთი სპორტის ჟურნალისტიკაში’
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, სპორტის ჟურნალისტმა, ნიკოლოზ ტაბატაძემ პროგრამის სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია, თემაზე "ფეხბურთი სპორტის ჟურნალისტიკაში." სტუმარმა სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
EBSCO-ს ბაზების გამოყენების ტრენინგი
2024 წლის აპრილიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, EBSCO, რომელიც წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას. EBSCO EP Package PREMIER პაკეტში შემავალი 11 ელექტრონული ბაზა მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ რესურსებს, ელექტრონულ ინდექსირებად ჟურნალებს, სამეცნიერო სტატიებს, ელექტრონულ წიგნებს,
IBSU-მ ზიგენის უნივერსიტეტის მკვლევარის ლექციას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "IoMT-სა და CMS-ის როლი ციფრულ სამყაროში". ლექცია ჩაატარა ემზარ აბჟანდაძემ. ემზარ აბჟანდაძემ ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, როგორებიც არის: IoMT-ის (სამედიცინო საგნების ინტერნეტი) შესავალი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში;
IBSU-მ ტრენინგის “სამართალი მოსწავლეებისთვის” მორიგ ნაკადს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი “სამართალი მოსწავლეებისთვის” გაიმართა. სტუდენტური პროექტის ფარგლებში ტრენინგების, დისკუსიების, იმიტირებული პროცესებისა და სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სამართალმცოდნეობის პროგრამას და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგს უძღვებოდნენ IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის წარმატებული და აქტიური