[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

სასწავლო წლის პირველ დღეს​ ​შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბების გამოფენა მოეწყო. პირველკურსელებს საშუალება ქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ სასურველი კლუბებისა და მათი საქმიანობის შესახებ. სტუდენტური კლუბების გამოფენა მუსიკალურად IBSU-ს ბენდებმა გააფორმეს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 20-მდე სტუდენტურ კლუბს აერთიანებს, ხელს უწყობს სტუდენტებს მათი იდეების

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. სკოლების დეკანებმა, დეკანების მოადგილეებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებისთვის პრეზენტაციები ჩაატარეს და დეტალურად გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. პირველკურსელები გაეცნენ შეფასების სისტემას, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2023/2024 შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია; აკადემიური კალენდარი; სალექციო პროცესი; სტუდეტთა შეფასება;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თაკო უტიაშვილმა და ელენე წულაიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ პროექტში გაიმარჯვეს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია პოდგორიცაში, მონტენეგროს უნივერსიტეტში გაიმართა. 70-ზე მეტ სტუდენტს 18 ქვეყნიდან შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მონტენეგროს უნივერსიტეტის პროგრამებსა და პროექტებს.

ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი, ლუკა ვაცლავიკი კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში IBSU-ს ეწვია. ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში, ლუკა ვაცლავიკმა IBSU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორებს წარუდგინა დისერტაცია სახელწოდებით "ეკონომიკა და კიბერუსაფრთხოება," რომელსაც ხელმძღვანელობდა IBSU-ს მოწვეული ლექტორი, ირინა ფარცვანია. ლუკა ვაცლავიკის ვიზიტი IBSU-სა და ჩეხეთში ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების ფარგლებში შედგა.    

IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა ბერლინში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან კონფერენციაზე წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სახელწოდებით - „სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო: ახალგაზრდების დამოკიდებულებები (საქართველოს მაგალითი)“.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი შეუერთდა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მოწვევას და განათლების მიმართულების პრორექტორთან, თამთა ცხოვრებაძესთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. აგვისტოს ომის დროს, IBSU-ს

მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში (webometrics) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა. "ვებომეტრიქსის“ კვლევებით, ინფორმაციული ხელმისაწვდომობის რეიტინგში IBSU მე-5 ადგილს ფლობს, ხოლო სამეცნიერო ნაშრომების წარმატების (ყველაზე ხშირად ციტირებული ნაშრომები) მიხედვით მე-6 ადგილზეა. "webometrics"-ის კვლევები წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში ქვეყნდება და მოიცავს მსოფლიო მასშტაბით 31,000 ათასზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) უკონკურენტო, სრულიად ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ! გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან (აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონი) თანამშრომლობის შედეგად, IBSU გთავაზობთ სრულიად ახალ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას

IBSU-ს რექტორის, საფფეთ ბაირაქთუთანის მიმართვა 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე. "პატივცემულო მმართველი საბჭოსა და სკოლის წევრებო, საპატიო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო და 2023 წლის გამორჩეულ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებო, ჩემი პრივილეგიაა, ვიდგე თქვენს წინაშე და უნივერსიტეტის სახელით სიტყვით მოგმართოთ. IBSU-ს კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის პატრიოტები არიან,